„ანტისოციალისტური და არასოციალისტური ქცევა, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდუალიზმს“ - აღნიშნული მოტივით, ჩრდილოეთ კორეაში კერძო სილამაზის სალონებსისა და საპარიკმახეროების დახურვას აპირებენ.
სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, ხელისუფლება მიზნად ისახავს, შეაგროვოს საზოგადოების ფული.
"ხელისუფლება მიზნად ისახავს, შეაგროვოს საზოგადოების ფული სახელმწიფო ხაზინაში უკანონო ობიექტების აღმოფხვრის გზით და სახელმწიფოს მიერ დაწესებული ობიექტების გამოყენების გზით. კერძო საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში, რადგან თმას სურვილის მიხედვით იჭრიან", - წერს მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი რეპრესიები სილამაზის სალონების მიმართ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო.